ნიკოლოზ რთველიაშვილი
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1956
1978 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით;
1979-1983 წლებში იყო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის ასპირანტი;
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ქალაქის ვაჭრობის გეოგრაფია (თბილისის მაგალითზე)", დაიცვა 1985 წელს.
1996-1997 წლებში ფულბრაიტის სტიპენდიანტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ); 2001 წელს გაიარა რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯის პარტნიორობა მშვიდობისათვის და ეუთოს ინტეგრირებული კურსი.
1983-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1992 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და განიარაღების სამმართველოს უფროსი; 1993 წლიდან ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი; 1993-1995 წლებში ერთობლივი საწარმო "მეტეხის" გენერალური დირექტორი და ავიაკომპანია "ორბი საქართველოს ავიახაზების" კომერციული დირექტორი; 1995-1996 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის სამმართველოს უფროსი; 1997-2001 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2001 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. პარალელურად, 1983-1992 წლებში გეოგრაფიულ საგნებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში და გორის ეკონომიკის ინსტიტუტში.
2011-2017 წლებში იყო დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ-სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.