საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    დავით წერედიანი
    ფილოლოგი, მთარგმნელი
    დაბადების თარიღი 1937

    1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

    1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში; 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; 2005 წელს გამოიცა დ. წერედიანის "ანარეკლი" – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას. მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი; 2010 წელს გამოიცა პოეტური კრებული "ორიონი"; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის "დიდი" და "მცირე ანდერძის" თარგმანები; თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

    2018 წელს, მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო ქართული თარგმანი - იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" თარგმანისთვის.

    2021 წელს, გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია.

    ბიბლიოგრაფია

    თარიღი: 06/08/2021