საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ზაზა (ზაალ) აბაშიძე
    ისტორიკოსი
    დაბადების თარიღი 1957

    1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მოსკოვის სახელმწიფო ისტორია-არქივმცოდნეობის ინსტიტუტის ისტორია-არქივმცოდნეობის ფაკულტეტი 1975 წელს.

    1980-1981წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ლაბორანტად. 1981-1983 წლებში ამავე უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ცენტრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1983-1991 წლებში საქართველოს ისტორიის კათედრის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1991-2001 წლებში საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებლად; 1993-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახვადასხვა თანამდებობებზე. 1997-1988 წლებში გაიარა სტაჟირება ოქსფორდის უნივერსიტეტში რელიგიის მცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 2000 წელს რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით; 2001-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი. 2005-2006 წლებში  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორი. 2007 წელს საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩეველი. 2006 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად; 2015 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. 

    ბიბლიოგრაფია

    თარიღი: 29/10/2021
    კატეგორია: ისტორიკოსი