საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ნოდარ არდოტელი
    ფილოლოგი
    დაბადების თარიღი 1959

    1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

    1982-1983 წლებში იყო არდოტის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი; 1984-2017 წლებში  მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, უმცროს მეცნიერი თანამშრომლად, უფროს მეცნიერი თანამშრომლად, ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის გამგედ; მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომლად; 1989-1991 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი, 1993-1994 წლებში დოცენტი, 20011-2018 წლებში იყო  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი. სამეცნიერო კვლევის სფერო: დაღესტნური, ნახური და ქართველური ენებ; კერძოდ, ზოგადი და ისტორიული ენათმეცნიერების კარდინალური საკითხები, ქართველურ და ნახურ-დაღესტნურ ენათა აღწერითი ანალიზი, ამ ენათა ფონოლოგიური სისტემებისა და მორფოლოგიური სტრუქტურების ისტორიულ-შედარებითი შესწავლა, დიალექტოლოგია, ენობრივი კონტაქტები, ეტიმოლოგიური კვლევა-ძიება, არეალური ლინგვისტიკის ფუნდამენტური საკითხები, ექსპერიმენტული ფონეტიკის პრობლემატიკის დამუშავება და სხვ.; გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია და 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც განხილულია ქართველურ, დაღესტნურ და ნახურ ენათა როგორც აღწერითი, ისე ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების საკითხები;

    საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მიმღეობა დიდოურ ენებში (სინქრონული და დიაქრონული ანალიზი)", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ფონოლოგიური სისტემის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი", დაიცვა 2002 წელს.

    შრომები 

    • ბეჟიტური ენა: გრამატიკული ანალიზი: ტექსტები, ლექსიკონი,თბ.: 2014.
    • ნაზმნარი სახელები დიდოურ ენებში, თბ.: უნივერსალი, 2009.

    ბიბლიოგრაფია

    თარიღი: 15/11/2021
    კატეგორია: ფილოლოგი