საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მელორ ალფენიძე
    გეოგრაფი
    დაბადების თარიღი 1947

    1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით.

    1969 წლიდან მუშაობდა ქ. სოხუმში საპროექტო ინსტიტუტში; 1971 წლიდან შავი ზღვის ნაპირების დაცვის რესპუბლიკურ სამმართველოში, ჯერ ინჟინრის, ხოლო 1973 წლიდან ნაპირების კვლევის განყოფილების გამგის თანამდებობაზე; 1971 წლიდან შეთავსებით მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, 1978 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლის, 1978 წლიდან დოცენტის, 2006 წლიდან სრული პროფესორის თანამდებობებზე. 2009 წლიდან პროექტის "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" სამეცნიერო სათათბიროს წევრია. იკვლევს ზღვებისა და ოკეანეების სანაპირო ზონის მორფოლოგიასა და დინამიკას; ზღვისპირეთებისა და წყალქვეშა ფერდობების ლანდშაფტურ-ეკოლოგიას; შეირაღებული კონფლიქტებისა და საბრძოლო მოქმედებების ეკოლოგიურ შედეგებს, გარემოს რეგულირება-მართვის პრობლემებს და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები, ლექსიკონები, კრებულები და ა. შ. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ექვსი რესპულიკური სამეცნიერო-პედაგოგიური კონფერენცია საქართველოს გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე, მისი რედაქტორობით გამოიცა ამ კონფერენციების კრებულები და მასალები. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. 

    დისერტაციის თემა - "აფხაზეთის შავიზღვისპირეთის შუა ნაწილის მორფოდინამიკა", დაიცვა 1989 წელს.

    • საქართველოს ფინიკური გეოგრაფია, თბ.: 2009.

    ბიბლიოგრაფია

     

    თარიღი: 16/11/2021
    კატეგორია: გეოგრაფი