საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ვალერიან აბულაძე
    გეოგრაფი
    დაბადების თარიღი 1929

    1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

    1960 წლამდე მუშაობდა ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ლაბორანტად, ხოლო შემდეგ უფროს ლაბორანტად; 1967 წლიდან კათედრის ასისტენტად; 1974 წლიდან უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. ლექციებს კითხულობდა ეკონომიკურ გეოგრაფიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე; სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (აგრარული უნივერსიტეტი), მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფილიალში, მოსკოვის საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალში, დამოუკიდებელ "გრისის" ინსტიტუტში. 1953-1956 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა პროფ. გვ. გეხტმანის ხელმძღვანელობით. დაამუშავა საკვალიფიკაციო თემა - "ქ. ქუთაისის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება". შემდეგში კვლავ მოუხდა ახალი თემის დამუშავება - "დასახლებათა ტერიტორიული სისტემების ფორმირება ქვემო იმერეთში". ამ საკითხებზე მას გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და შესრულებუილ აქვს 30-მდე სამეცნიერო-კვლევითი შრომა.

    •  ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1983.

    ბიბლიოგრაფია

    თარიღი: 16/11/2021
    კატეგორია: გეოგრაფი