საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ გრიგალაშვილი
მწერალი
დაბადების თარიღი 1958

1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი.

1981-1987 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988 წლებში ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990 წლებში გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998 წლებში  გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან  "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი; ჟურნალ "ცისკრის" სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. ავტორია ლექსების კრებულის "ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები"(1988).

შრომები:

  • სამწუხარო პარალელები, თბ.: საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თბ.: 1990.
  • სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები, თბ.: წიგნი, 1997.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 10/12/2021
კატეგორია: მწერალი