თეიმურაზ დოიაშვილი
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1948
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1970-1973 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; სხვადასხვა წლებში იყო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და ლექსთმცოდნეობის განყოფილების გამგე, ასევე ჟურნალების: "ქართული მწერლობის", "ლაშარის", "ცისკრის", ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; ავტორია წიგნებისა: "ლექსის ევფონია" (1981), "ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები" (1982), "გუშინ, დღეს, ხვალ" (1989), "ვერსიფიკაციული პორტრეტები" (1999), "Enjambement" (2000), "დაბრუნება" (2003), "ორნი ერთ ნავში" (2006), "ანდერძი ტარიელისა" (2007), "მოტირალ-მოცინარი" (2013); ლევან ბრეგაძესთან თანაავტორობით გამოცემული აქვს წიგნი "ვკითხულობთ კლასიკას" (2014), აგრეთვე პოლემიკური სტატიების ორი კრებული – "დაკარგული გასაღების ძიებაში" (1985) და "პოლემიკას რა უნდა" (2001). გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სტატია ლიტერატურის თეორიისა და ლექსმცოდნეობის, გალაკტიონოლოგიისა და კრიტიკის პრობლემებზე.
1995 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ევფონიის ფუნქცია ლექსში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გალაკტიონ ტაბიძის სახეობრივი აზროვნება", დაიცვა 1995 წელს.