მამუკა ხერხეულიძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1959
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1983-1993 წლებში მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესაში. ასევე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. 2002 წლიდან კომპანია "დავით სარაჯიშვილი და ენისელის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2003 წლიდან კი ამავე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. "ვარდების რევოლუციის" დროს იყო "დაუმორჩილებლობის კომიტეტის" წევრი. დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაზეთ "24 საათთან". 2010–2011 წლებში მამუკა ხერხეულიძე იყო ლიტერატურული კონკურსის "გალას" ჟიურის წევრი. 2005 წლიდან არის საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი.