საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ნოდარ წივწივაძე
    გეოგრაფი
    დაბადების თარიღი 1948

    1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით.

    1972-1974 წლებში  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1974-1978 წლებში სსრკ ტრანსპორტის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ზღვის ნაპირდამცავი ნაგებობების შავი ზღვის განყოფილებაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მონაწილეობდა რიგი ობიექტების პროექტირებაში (ბამი-ბაიკალის ტბის სანაპიროზე გამავალი დროებითი მაგისტრალები, ლენინგრადის დამბა მდ. ნევაზე, გრიგორიევსკის პორტი, ჩრდილოეთის ზღვაში დროებითი პორტ-თავშესაფარი, ბალტიის ზღვაზე თავისუფალი ხელოვნური პლაჟი, შავ ზღვაზე ნაპირდამცავი საშუალებები და სხვ.). 1984 წელს სტაჟირება გაიარა დიდ ბრიტანეთში. 1984 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრის დოცენტი. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეხება ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროდინამიკისა და ნაპირდაცვის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, უცხოეთის გამოცემებში; მონოგრაფია - "ტალღები დინებაზე", რომელიც ეხება ზღვის სანაპირო ზოლში მიმდინარე პროცესებს. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში საინჟინრო ოკეანოლოგიის განხრით; 1982 წელს აირჩიეს მსოფლიო ოკეანის შემსწავლელი კომისიის ლითოდინამიკის სამუშაო ჯგუფის წევრად. მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა I საკავშირო კონფერენცია სანაპირო ზოლში ნატანის ტრანსპორტირების საკითხებზე. 

    საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროდინამიკის ელემენტების გამოკვლევა", დაიცვა 1982 წელს.

    ბიბლიოგრაფია

    თარიღი: 19/04/2022
    კატეგორია: გეოგრაფი