საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    დავით ლორთქიფანიძე
    არქეოლოგი
    დაბადების თარიღი 1963

    1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.  ხოლო  1992  წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.  1999 -2000  წლებში პარიზის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის მიწვეული პროფესორი იყო. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ანთროპოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ჰომინიდების ევოლუციისა და არქეოლოგიის დარგში. ორგანიზებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება. 2002  წლიდან ევროპის კულტურის პარლამენტის წევრია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო:საქართველოს ღირსების ორდენი  (2000), მონაკოს პრინცის ორდენი (2001), ფრანგული ორდენი "Palmes Academiques" (2002), საფრანგეთის ღირსების ორდენი (2006), გივი მარგველაშვილის პრემია  (2015). დმანისის  არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინა უძველესი ადამიანისმაგვარი არსების თავის ქალა, რომელსაც homo erectus-ის წინაპრად მიიჩნევენ, დროებითი სახელით Homo Georgikus.

    ბიბლიოგრაფია

    თარიღი: 25/01/2023
    კატეგორია: არქეოლოგი