საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ზურაბ შევარდნაძე  
    ბიოლოგი
    დაბადების თარიღი 1979

    ბიოლოგი, ბოტანიკოსი, მებაღე, გარდენია შევარდნაძის ავტორი.
    ზურაბ შევარდნაძე დაიბადა 1979 წელს, ქ. ოზურგეთში.
    2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.მიღებული აქვს ბიოლოგიის  მაგისტრის დიპლომი.
    სხვადასხვა წლებში მუშაობდა ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში.
    2000-2004  წლებში სწავლობდა გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში, Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn.
    2004 წლიდან, საქართველოში დაბრუნებულმა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე წამოიწყო ახალი კონცეფციის ბაღის  მშენებლობა.
    ადგილობრივი ენდემური ჯიშების მნიშვნელობის შესახებ წარმოებული კვლევის საფუძველზე აწარმოებს სელექციური ჯიშების გამოყვანას. 
    2011 წლიდან დღემედე ზურაბ შევარდნაძე  არის  საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორი;
    წლების განმავლობაში, ზურაბ შევარდნაძის მოპოვებული და დამუშავებული მასალებით შეიქმნა წიგნები: 

    "ბაღში, როგორც სცენაზე" (2018).  
    "მაი როის იქნება" (2021). 
    ძველი გურულები: გურული მონათხრობები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2022. - 272გვ.. - ISBN: 9789941501043 
    ვინ მყავს უფროსი: ქართული ზეპირსიტყვიერება და ღორჯომის ხეობელთა ნაივური ნაქარგობანი : ალბომი (ავტორი). - თბილისი, სეზანი, 2022. - 276გვ.. - ISBN: 9789941845062
     

    თარიღი: 21/05/2025
    კატეგორია: ბიოლოგი