საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ლევან დავითიანისლევან დავითიანის ნამუშევრების გამოფენა - დასურათებული ფსალმუნი

    ლევან დავითიანის ნამუშევრების გამოფენა - "დასურათებული ფსალმუნი"

    13 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიხსნება მხატვარ ლევან დავითიანის ნამუშევრების გამოფენა - ,,დასურათებული ფსალმუნი’’.

    მხატვარ ლევან დავითიანის მიერ შესრულებული დასურათებული ხელნაწერი ,,ფსალმუნი“ რვეულებადაა დაშლილი და გამოფენაზე გაშლილ მდგომარეობაში იხილავს დამთვალიერებელი (გამოფენის შემდგომ ავტორი ნამუშევრებს დასრულებულ სახეს მისცემს  და წიგნად აქცევს). მხატვარმა ფსალმუნზე მუშაობა 2011 წლიდან დაიწყო და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ქმნიდა გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს.  ხელნაწერის დასურათება  გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და მაღალხატვრული გადაწყვეტით. შესრულებისას გამოყენებულია ბუნებრივი საღებავები და ოქრო. 

    გამოფენაზე ნახატებთან ერთად წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ „ფსალმუნთა“ უნიკალური გამოცემები, რომლებიც მეთვრამეტე–მეცხრამეტე საუკუნეებში დაისტამბა.

    გამოფენა ქართული ენის დღეს - 14 აპრილს ეძღვნება.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე.

    თარიღი: 05/04/2022