საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია "სამეცნიერო ტერმინოლოგია"

თსუ-ში მე-9 სამეცნიერო კონფერენცია ,,სამეცნიერო ტერმინოლოგია” გაიმართა, სადაც მეცნიერები, მკვლევრები და ინსტიტუტების წარმომადგენლები ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარებაზე მსჯელობდნენ.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული აქტუალური მოხსენებები. მათ შორის: დარგობრივი ლექსიკონების მნიშვნელობა ტერმინთბანკის შექმნაში,

 

ტერმინოლოგიის საკითხები ფიზიკაში, ციფრული სლენგი და ტერმნოლოგიური დიფუზია თანამედროვე ქართულ დისკურსში, მასალები ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი რედაქციისთვის, რამდენიმე ქართული ტერმინის შესახებ აეროკოსმოსურ სფეროში.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ნანა მაჭავარიანი - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი; გიორგი ალიბეგაშვილი -საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ქართული უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

თარიღი: 26/11/2025