საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ივანე ჯავახიშვილი - 150

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 30 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე

წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას: ივანე ჯავახიშვილი  – 150.

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:

·  ისტორია

·  ენათმეცნიერება

·  ლიტერატურათმცოდნეობა

·  კავკასიოლოგია

·  ფილოსოფია

·  ეთნოლოგია

·  არქეოლოგია

·  კულტურის კვლევები

·  ხელოვნებათმცოდნეობა

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

 

საკონტაქტო ელ. ფოსტა: javakhishvili_students@tsu.ge

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

 

თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 აპრილი

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში „ივანე ჯავახიშვილი - 150“.

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)

თარიღი: 18/02/2026