ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 30 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე
წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას: ივანე ჯავახიშვილი – 150.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
· ისტორია
· ენათმეცნიერება
· ლიტერატურათმცოდნეობა
· კავკასიოლოგია
· ფილოსოფია
· ეთნოლოგია
· არქეოლოგია
· კულტურის კვლევები
· ხელოვნებათმცოდნეობა
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: javakhishvili_students@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 აპრილი
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში „ივანე ჯავახიშვილი - 150“.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)