საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია გამართა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

ლექციის ფარგლებში რექტორმა ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის როლზე ქართული მეცნიერების განვითარებაში, მისი ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და იმ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია ახალი თაობისთვის.

 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება, რომლის რეჟისორია მარიკა ბაკურაძე. ფილმში ასახულია ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და საქმიანობა.

 

საჯარო ლექციების ციკლი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

 

აღნიშნული ღონისძიებით ოფიციალურად დასრულდა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული.

 

თარიღი: 05/05/2026