საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე განიხილეს თსუ-სა და ისრაელის საგანმანათლებლო სივრცეს შორის არსებული  ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის: ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორციელება,  საერთაშორისო ინიციატივებში ჩართულობის გაძლიერება,  მომავალი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრა,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნაყოფიერი პარტნიორობა აქვს ისრაელის სამ წამყვან უნივერსიტეტთან.  ბენ გურიონის სახელობის ნეგევის უნივერსიტეტი,  ბარ ილანის სახელობის უნივერსიტეტი, არიელის უნივერსიტეტი. 

 

თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხურზე ხორციელდება ებრაისტიკის საგანმანათლებლო პროგრამა. 1944 წლიდან ფუნქციონირებს ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულება; ასევე მოქმედებს „ისრაელის ცენტრი“, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქართულ-ებრაულ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, კულტურულ ინიციატივებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

თარიღი: 22/10/2025