საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ისტორიის კლუბ „სამანის“ ორგანიზებით 2024 წლის 15-16 მარტს გაიმართება 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მოხსენების თემატიკა უნდა ეხებოდეს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის საკითხებს (პერიოდი შეზღუდული არაა).

 

მონაწილეებმა მითითებულ მეილზე უნდა გამოგზავნონ თეზისი (ინგლისურ ენაზე), სტატია (ქართულ ენაზე) და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია 10 თებერვლამდე თეზისის სიტყვების რაოდენობა არა უმეტეს 200 სიტყვისა. სტატიის სიტყვების რაოდენობა არა უმეტეს 2000 სიტყვისა. გაფორმების წესი: სტატიის სათაური ქართულად; ავტორის სახელი და გვარი ქართულად; უნივერსიტეტის დასახელება ქართულად; ფაკულტეტის დასახელება ქართულად; სტატიის ძირითადი ტექსტი ახალი გვერდიდან ქართულად (MS Word-ის ფორმატით, შრიფტი – Sylfaen, შრიფტის ზომა 11; დაშორება 1,15 ); გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. თეზისები და სტატიები შეირჩევა აკადემიური პერსონალის მიერ ანონიმური რეცენზირების გზით.

 

შერჩეული სტატიები დაიბეჭდება კრებულის სახით ელ.ფოსტის მისამართი: historyclubsamani2023@gmail.com დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ კლუბის ფეისბუქ გვერდზე სახელად: ისტორიის კლუბი „სამანი“

თარიღი: 01/12/2023