საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ავთანდილ პოპიაშვილი - 80

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერის, პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის, დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომა და მისი წიგნების პრეზენტაცია შედგა.

 

თსუ ვიცე-რექტორი კახაბერ ჭეიშვილი,  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის უფროსი, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ალიბეგაშვილი,  პროფესორი, თსუ ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი დემურ ჯალაღონია,  სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ასევე ფილმის „ინდივიდი ჭეშმარიტების ძიებაში – ავთანდილ პოპიაშვილი 80“  ჩვენება (რეჟისორი ნინო გელოვანი).

თარიღი: 05/03/2025