1-4 ივნისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში გაიმართება ახალგაზრდა არქეოლოგთა XIV საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლისთავს.
კონფერენციის საბჭოს შემადგენლობა:
პროფესორი ვახტანგ ლიჩელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფერენციის დამაარსებელი და ორგანიზატორი.
პროფესორი მაიკლ ვიკერსი - ოქსფორდის უნივერსიტეტი, კონფერენციის სხდომების მუდმივი თავმჯდომარე
პროფესორი ვალტერ კუნტნერი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესორი სანდრა ჰაინჩი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესორი ებერჰარდ ზაუერი - ედინბურგის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესორი პაოლო ბიაჯი - ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესორი ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესორი ასკოლდ ივანჩიკი - CNRS ბორდოს უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფესორი ლასლო ბორჰი - ეოტვოშ ლორანდის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტის რექტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია 2023 წლის 10 აპრილამდე.
სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/rxBJYz18QcHYg7VT7
კონფერენციაში მონაწილეობის საწევრო გადასახადი შეადგენს 100 ლარს.
საკონტაქტო პირი: ანა თეთრუაშვილი. +995558791093, vardziaconference@gmail.com