თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტ მაკა გოცირიძის დაბადებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა, რომელმაც მეცნიერის ნაყოფიერი საქმიანობის და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.