საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ გამყრელიძის ნაშრომის „გილგამეშის ეპოსის (ტრანსლიტერაცია)“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის აქამდე უცნობი ნაშრომის „გილგამეშის ეპოსის (ტრანსლიტერაცია)“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა დაიბეჭდა მსოფლიოში ცნობილი ასირიოლოგის, ტრინიტის კოლეჯის (დუბლინი) პროფესორ მარტინ უორთინგტონის წინასიტყვაობით. 

 

2023 წელს, თსუ მუზეუმში ასირიოლოგიის კათედრის საიუბილეო გამოფენაზე პირველად გამოჩნდა გამყრელიძის პირად არქივში დაცული ხელნაწერები - „გილგამეშის ეპოსის“ სრული ტრანსლიტერაცია (I–XI დაფა), რომელიც ავტორმა პეტერბურგში, იგორ დიაკონოვთან ასპირანტურის პერიოდში შეასრულა, თუმცა აქამდე არ გამოქვეყნებულა.

 

ნაშრომით დაინტერესდნენ ქართველი ასირიოლოგები ნინო სამსონია და ზურაბ ბარათაშვილი, რომლებმაც პროფესორ უორთინგტონს სთხოვეს შეფასება. მისი აზრით, ეს იშვიათი ტრანსლიტერაცია ქრონოლოგიურად თავსდება კემპბელ ტომპსონის (1926) და ენდრიუ ჯორჯის (2003) ნაშრომებს შორის და წარმოადგენს ღირებულ წვლილს როგორც ასირიოლოგიისთვის, ასევე ქართული და მსოფლიო მეცნიერებისთვის.

 

ნაშრომი დასტამბა თსუ გამომცემლობამ. ღონისძიება გაიმართა თსუ-სა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით.

თარიღი: 28/10/2025