დღეს, 11 ივნისს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატებმა 122 ხმით პრეზიდენტად აირჩიეს ლუკა ტაბიძე.
მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრებაზე დასახელდა ლუკა ტაბიძის კანდიდატურა. კენჭისყრის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, არსებული რეგულაციების სრული დაცვით.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 5 ივნისს ჩატარდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტზე სტუდენტებმა აირჩიეს 140 დელეგატი. არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,3 %.
დანართის სახით იხილეთ თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.