თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის ყველა მიმართულების წარმომადგენლები - მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია და გეოლოგია. კონფერენციაში ჩართულნი იყვნენ როგორც აკადემიური პერსონალი, ისე სტუდენტები.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო 120-მდე მოხსენება, რომლებიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებს მოიცავდა. ღონისძიება იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად გამოცდილ მეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შორის დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.