საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ქიმია ჩვენს ირგვლივ" მარნეულის მუნიციპალიტეტში

 

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის  SPG-23-527 “ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  წარმომადგენლები აგრძელებენ ღონისძიებების ორგანიზებას  სხვადასხვა რეგიონში.

14 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სსიპ წერეთლის  საჯარო სკოლაში ჩატარდა მორიგი გასვლითი ღონისძიება. პროექტის მიზანია ჯერ კიდევ სკოლის დაწყებით საფეხურზე დააინტერესოს მოსწავლე ქიმიით, ამ მნიშვნელოვანი STEM მეცნიერებით. ჩატარდა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები. მარტივი და სახალისო ლაბორატორული ექსპერიმენტების
დაკვირვება, ასაკის და ცოდნის შესაფერი ახსნა-განმარტებები დაეხმარება მოსწავლეს
ქიმიის, როგორც კვლევითი მეცნიერებისა და სამეწარმეო-ტექნოლოგიური დარგის
თაობაზე შეძლებისდაგვარად ფართო წარმოდგენა შეექმნას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 
ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლე-პედაგოგები. გამარჯვებულ
მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

თარიღი: 15/11/2023