eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროფესიული განათლების სფეროში არსებულ საკითხებზე ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროგრამების გაძლიერების საკითხები.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და სამინისტროს წარმომადგენლები.

თარიღი: 16/10/2026