საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“, - რომელიც ითვალისწინებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე 2022 - 2023 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მიხედვით, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება: პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს - 81 ქულა და მეტი; სხვა დანარჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს - 91 ქულა და მეტი.

 

პირველ ეტაპზე, განიხილება იმ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი, რომლებიც სწავლობენ პრიორიტეტულ მიმართულებებზე (იხ. დანართი 1). განცხადებების მიღება დაიწყო 27 თებერვლიდან და გაგრძელდება 31 მარტის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაციის მიღება ქვეპროგრამის ფარგლებში, კონკურსის პირობების შესახებ დებულებისა და განაცხადთან მიმართებაში, შესაძლებელია - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://batumi.ge/ge/ ან https://batumi.ge/ge/?page=show&sec=109 (ან დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს (მისამართი: ქ. ბათუმი, ორბელიანის ქ. N 10 საკონტაქტო: (0422) 24 82 94). 

თარიღი: 20/03/2023