საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევითი პროექტის - „მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“  ძირითადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

კვლევითი პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით 2022 წლიდან ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანია საქართველოში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების შესწავლა.

 

როგორც თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მახარაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა,  კვლევის ამოცანაა ინკლუზიური განათლების მიმართ არსებული დამოკიდებულებების და ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლა; სამიზნე უნივერსიტეტების (თსუ, ბსუ, აწსუ, თესაუ) ინკლუზიური განათლებისადმი მზადყოფნის გაანალიზება და კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, თითოეულ უნივერსიტეტთან მიმართებით ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების გზამკვლევის მომზადება.

 

პროექტის განხორციელებაში ჩართულია ოთხი ქართული უნივერსიტეტი (თსუ, ბსუ, აწსუ, თესაუ). კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მოსაზრებები, მომავალი და მოქმედი მასწვალებლების დამოკიდებულებები.

 

საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებში აქცენტი გაკეთდა განათლების მეცნიერებათა სპეციალობის სტუდენტებზე და გაანალიზებული იქნა მათი მზადყოფნა - იმუშაონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან. ასევე, შესწავლილია ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართული მოქმედი მასწავლებლების გამოწვევები.

 

კვლევითი პროექტი „მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (გრანტი # 3869), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით ხორციელდება.

თარიღი: 05/03/2024