საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესი

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესი - „ირანისტიკა – ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება ირანისტიკის საზოგადოებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა. 

 

კონგრესში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთმცოდნეებმა საქართველოს, ესპანეთის სამეფოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, პოლონეთის, გერმანიიის, დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ცენტრებიდან.

 

კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ისლამამდელი და თანამედროვე ირანის სექციებზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ძველი და თანამედროვე ირანის ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, სპარსული ენის მრავალფეროვან პრობლემებზე, ირანისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე.
 

კონგრესის ფარგლებში გაიმართა ორი წიგნის პრეზენტაცია: მოჰსენ ბაჰრამნეჟადი (ყაზვინი) - „ქართველი სპასალარის, როსტომ ხანის ისტორია“; მანდანა თიშეიარი (თეირანი) - „ქართული მოთხრობების“ სპარსული თარგმანი.
 

კონგრესის მხარდამჭერები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

 

ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების კონგრესი ყოველწლიურად ტარდება ესპანეთის სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. წარმატებული ფორუმების შემდეგ, SEI-მ საზღვრების გაფართოება გადაწყვიტა. მერვე ფორუმი ესპანეთის ფარგლებს გარეთ 2018 წლის ნოემბერში თეირანის (ირანი) უნივერსიტეტში გაიმართა. ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების საიუბილეო კონგრესს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ  SEI-ის პრეზიდენტი, ირანისტი, პროფესორი თეა ვარდოსანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.  

 

თარიღი: 21/10/2022