საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტატიების მიღება რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალისათვის

    2019  წლის 15 იანვრამდე ცხადდება მასალების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი ელექტრონული და ბეჭდური სამეცნიერო ჟურნალისათვის - „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“. logos.tsu.ge

     

    სტატიების გარდა ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება რეცენზიები და თარგმანები. რუბრიკაში „VARIA“ იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

     

    სტატია უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.

     

    სტატია იგზავნება სარეცენზიოდ ორ ექსპერტთან და დასაბეჭდად მიიღება ორი დადებითი რეცენზიის  შემთხვევაში.

     

    რეცენზენტების  ვინაობა კონფიდენციალურია.

     

    ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და სტატიაში, საჭიროებისამებრ, შეიტანოს შესაბამისი შესწორებები.

     

    სტატიაში ავტორის მიერ საკუთარი  ნაშრომის  იმგვარად  დამოწმება, რითაც  შესაძლებელია დადგინდეს მისი ვინაობა, დაუშვებელია. სარეცენზიოდ გამოგზავნილ ვერსიაში სტატიის ეს მონაკვეთები უნდა შეიცვალოს სათანადოდ, რაც  შემდგომში, სტატიის დასაბეჭდად მიღების შემთხვევაში, აღდგება პირვანდელი ფორმით სტატიის საბოლოო რედაქტირებისას.

     
    თარიღი: 26/12/2018