საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თურქული დიასპორისა და მონათესავე ერების დირექტორატის წარმომადგენლების ვიზიტი

თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სტიპენდიებზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და თურქული დიასპორისა და მონათესავე ერების დირექტორატის (YTB) დელეგაციის წევრებმა თსუ-ში. 
 

თსუ რექტორის მ.შ-მ ჯაბა სამუშიამ და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველმა განათლების საკითხებში სუათ ქოლუქირიქიმ განიხილეს მხარეებს შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. დაისახა გარკვეული გეგმა ამ კუთხით კონკრეტული სწრაფი  ნაბიჯების გადასადგმელად; მათ შორის, კულტურულ-შემეცნებითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტური ჯგუფების გაცვლის თაობაზე, თსუ-ში თურქოლოგიის მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. 
 

საუბარში მონაწილეობდნენ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, YTB-ის წარმომადგენელბი: მუსტაფა იაკუპოღლუ, მეჰმედ სერდარ ერჯანი, უმუთ დენიზ ონჯელი.
 

შეხვედრის შემდეგ თურქმა სტუმრებმა თსუ სტუდენტებს თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. "თურქეთის სტიპენდიები" გაიცემა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის. 

 

"თურქეთის სტიპენდიების" შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1, დანართი 2

 

 

თარიღი: 30/11/2022