საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
 

თსუ რექტორს პრეზიდენტის ჯილდო ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევების მხარდაჭერით საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.
 

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ბრწყინვალების ორდენით ასევე დაჯილდოვდა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ჯილდო პრეზიდენტმა მის შვილს გადასცა. ღირსების მედალი კი გადაეცათ თსუ ასოცირებულ პროფესორს, შუმეროლოგ ნინო სამსონიას, თსუ პროფესორს, საერთაშორისო რანგის ხეთოლოგ ირინე ტატიშვილს და ფილოსოფიის დოქტორ თამარა დრაგაძეს.

თარიღი: 07/10/2022