საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური საბჭოს არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მეთოთხმეტე წევრი გამოვლინდა. აკადემიურ საბჭოში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მეორე წარმომადგენელი აპოლონ სილაგაძე გახდა.

თსუ აკადემიურ საბჭოში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე წარმომადგენლის გამოსავლენად 18 მაისს გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე აპოლონ სილაგაძემ 86 ხმა, ხოლო მეორე პრეტენდენტმა - ქეთევან ხუციშვილმა 64 ხმა მიიღეს. 

11 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნებზე 13 წევრი აირჩიეს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი გამოვლინდა - დავით გოცირიძე. ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა.

საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი აქტი

აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N05
თარიღი: 01/09/2018