საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის მე-9 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 29 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა მე-9 სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნას. 
 

კონფერენციის თემატიკა: ისტორია, პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ფილოსოფია, ქალთა საკითხები და ა.შ. 

  • მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი;
  • მოხსენების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. 

 

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. 


მნიშვნელოვანი თარიღები: 

მასალების მიღების ბოლო დღე: 2023 წლის 16 მარტი, 23:00 საათი.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 29 აპრილი, 11:00 საათი

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა უნდა გამოგზავნოს: 

  • მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი, სასწავლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: განაცხადი - მომხსენებლის სახელი და გვარი); 
  • ანოტაცია ინგლისურ და ქართულ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი, თითოეული 250-300 სიტყვა, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი - Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman), ანოტაციაში უნდა წარმოაჩინოთ კვლევის სიახლე, აქტუალობა, მიზნები და შედეგები (დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ანოტაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი);
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია (PDF დოკუმენტი, დაასათაურეთ შემდეგი თანმიმდევრობით: რეკომენდაცია - მომხსენებლის სახელი და გვარი);


 

გაფრთხილება: 

  • ხელმძღვანელის რეკომენდაციის გარეშე ნაშრომები არ მიიღება;
  • არ მიიღება ნაშრომები, რომლებიც არ შეესაბამება თემატიკას;
  • ასევე, დაგვიანებით გამოგზავნილი ნაშრომები; 
  • მოხსენების სრული ტექსტის არგამოგზავნის შემთხვევაში მომხსენებელი მოიხსნება კონფერენციიდან;


იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელი ვერ ახერხებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, მან ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს უნდა აცნობოს არაუგვიანეს 2023 წლის 20 აპრილისა, რათა შესაძლებელი იყოს კონფერენციის პროგრამაში ცვლილებების შეტანა.

 

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: assg.conference@gmail.com 

 

შერჩეული მოხსენებების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2023 წლის 23 მარტს, 23:00 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ავტორებმა 2023 წლის 31 მარტის, 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (5-6 გვერდი, Microsoft Word დოკუმენეტი, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ფონტი - Sylfaen, დამოწმების სტილი - Chicago, მოხსენებას თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია ანბანური თანმიმდევრობით, ჯერ ქართულ, შემდეგ უცხოურ ენებზე).

 

 

თარიღი: 02/12/2022