საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 25 მაისს გამართავენ ცნობილი ქართველი ამერიკისმცოდნეების, პროფ. ვასილ კაჭარავასა და პროფ. თემურ კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას. სტუდენტური კონფერენცია ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ნაწილია, რომელიც 23-25 მაისს ტარდება და რომლის თემაა „ამერიკა: როგორ ვხედავთ მას გარედან“.

 

 

კონფერენციის თემატიკა

მოიცავს ამერიკისმცოდნეობის მულტი და ინტერდისციპლინურ საკითხებს, მათ შორის, ისტორიას, პოლიტიკას, სოციალურ საკითხებს, ეკონომიკას, ლიტერატურას, კულტურას  და სხვ. 

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

 

რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი;

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25 მაისი, 2024 წელი

თეზისების მიღების ვადა: 7 მაისი, 2024

 

სავალდებულოა სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე „ამერიკა: როგორ ვხედავთ მას გარედან“, რომელიც  პროფ. ვასილ კაჭარავასა და პროფ. თემურ კობახიძის ხსოვნას ეძღვნება.

 

საკონტაქტო პირი:

 ამერიკისმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი, სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი ნინო დონაძე. თსუ, კორპ. 2, ოთახი 152, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა:  nino.donadze032@hum.tsu.edu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.

სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)

ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, შრიფტის ზომა 14

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)

ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.

თარიღი: 22/04/2024