საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აპლიკაციების მიღება აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების სტუდენტთა მენტორობის პროგრამის მე-4 ნაკადზე

 

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია აცხადებს აპლიკაციების მიღებას სტუდენტთა მენტორობის პროგრამის მე-4 ნაკადზე!

 

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაცის წევრის, „მენტორის“ მიერ, მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას გაწევას, რაც დაეხმარება სტუდენტს ჩამოიყალიბოს სწორი მოლოდინი პროფესიის მიმართ, შეიმუშავოს პერსონალური განვითარების გეგმა და უკეთესად მოემზადოს მომავალი კარიერისთვის.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთა საერთო GPA შეადგენს 2.5 ან მეტს.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა:  2023 წლის 14 აპრილი.  პროგრამის მე-4 ნაკადი დაიწყება აპრილის მეორე ნახევარში.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად,  გთხოვთ ეწვიოთ  ვებგვერდს.

 

სააპლიკაციო ელექტრონული პორტალის ვებგვერდზე გადასასვლელად, დააჭირეთ აქ.

თარიღი: 04/04/2023