საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება!

30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება. ჩვენი ქვეყნის ბიბლიოთეკარებსა და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებს ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს!

 

უდიდესია მათი ღვაწლი წიგნიერი და სრულფასოვანი საზოგადოების ფორმირების პროცესში. 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორ უმდიდრეს ბიბლიოთეკას აერთიანებს - საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, სადაც 90-ზე მეტი ბიბლიოთეკარია დასაქმებული და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას 60 ბიბლიოთეკარით.

 

ბიბლიოთეკა მხოლოდ სივრცე და წიგნები არ არის, ბიბლიოთეკა იმ ადამიანების ერთობლიობაა, რომლებიც ქვეყანასა და საზოგადოებას ერთგულად და უანგაროდ ემსახურებიან.
მათ საბიბლიოთეკო საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მეცნიერების განვითარებაში, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობაში.

 

თსუ ბიბლიოთეკის თანამშრომლები არა მხოლოდ უნიკალურ წიგნად ფონდზე ზრუნავენ, არამედ დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან - ყოველდღიურად ცდილობენ მკითხველები საჭირო ლიტერატურით, ელექტრონული სამეცნიერო ბაზებით უზრუნველყონ და სასწავლო თუ სამუშაო პროცესის უხარვეზოდ მიმდინარეობაში დაეხმარონ.

 

მადლობა  თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისთვის, რომელიც განათლებული თაობების ჩამოყალიბებას ემსახურება. 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

თარიღი: 30/04/2024