საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არაფორმალური ბაზრებისა და ვაჭრობის მომავალი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით 4-5 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორკშოფი: The Future of Informal Markets and Trade in Central Asia and the Caucasus - არაფორმალური ბაზრებისა და ვაჭრობის მომავალი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში (funded by the Volkswagen Foundation- ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით),  გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, ფრაიბურგის უნივერსიტეტის, ლაჰორის უნივერსიტეტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის დ კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

 

მოხსენებები წარადგინეს თსუ-ს პროფესორებმა ალექსანდრე კუხიანიძემ და ქეთევან ხუციშვილმა, ასევე თსუ სადოქტორო პროგრამა ანთროპოლოგიის დოქტორანტმა ჯენფიანგ ლიმ.

 

ვორკშოფის შესახებ ინფორმაცია განთავსდა  ასევე ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ფრობენიუსის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

 

თარიღი: 06/11/2023