საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ-ის საელჩოს ატაშეს მარიო მონტოიას ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“

თსუ-ში აშშ-ის საელჩოს ატაშეს მარიო მონტოიას ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“ გაიმართა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო.

 

„ჩვენი დახმარება ყოველთვის მიესადაგება იმ სურვილებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რადგან თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი, თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის,“- განაცხადა კელი დეგნანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

 

შეხვედრის დასასრულს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა თსუ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
 

ღონისძიებაზე თსუ სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების წარმომადგენელმა თეა კუჭუხიძემ მიაწოდა.

თარიღი: 25/03/2023