საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პატარები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში ჩაერთნენ.

თსუ-ის ეზოში ბავშვებისთვის მოეწყო სახალისო ქიმიური ცდები, იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, კალიგრაფისტებისა და სახის მოხატვის კუთხე.

სტუმრების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვებმა და ანსამბლ „მძნობარის“ პატარა ბალერინებმა.

ღონისძიება გაახალისეს „სანტეს ლოკო-მოკოს“ ანიმატორებმა; ხოლო „საბავშვო კარუსელისა“ და საბავშვო გამომცემლობა „დილას“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაამხიარულეს პატარები.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდნენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, რომლებმაც ბავშვებს თავისი მოთხრობები წაუკითხეს.

თარიღი: 01/06/2024