ბაჰრეინის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ცხადდება კონკურსი "მეფე ჰამადის ჯილდო ახალგაზრდების გაძლიერებისთვის". "ახალგაზრდების გაძლიერების მეფე ჰამადის ჯილდო" არის გლობალური ინიციატივა, რომელიც ბაჰრეინის სამეფომ წამოიწყო, რათა აღიაროს და აღნიშნოს ახალგაზრდებისა და ინსტიტუტების დადებითი წვლილი, რომლებიც მხარს უჭერენ ახალგაზრდების მონაწილეობას მდგრად განვითარებაში. ჯილდო ასახავს მისი უდიდებულესობა მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას რწმენას ახალგაზრდების ტრანსფორმაციული ძალის მიმართ, ჩამოაყალიბონ უკეთესი, უფრო მდგრადი სამყარო, რომელიც შეესაბამება მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგს.
გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით, ჯილდო ხაზს უსვამს ახალგაზრდების გაძლიერებას, ინოვაციას და გლობალურ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 5 „P“-ის ფარგლებში - ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა და პარტნიორობა. მისი მისიაა ახალგაზრდების შთაგონება, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშემწყობი ფაქტორების მხარდაჭერა და მთავრობებისა და საზოგადოებების მოტივაცია, ინვესტიცია ჩადონ ახალგაზრდა ცვლილებების შემქმნელებში (change makers) უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და აყვავებული მომავლისთვის.
შესარჩევი კრიტერიუმები: აპლიკანტი უნდა იყოს 18-დან 35 წლამდე. განაცხადი უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე. აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ ერთ-ერთი პროგრამა: Youth Action ან Youth Enablers. Youth Action კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს 20,000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო Youth Enablers კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს 25,000 აშშ დოლარის ოდენობით. გამარჯვებულები მიიღებენ თასსა და სერტიფიკატებს და ჩაერთვებიან UNDP-თან დაკავშირებულ ღონისძიებებში. დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებისთვის მგზავრობისა და განთავსების ხარჯები უზრუნველყოფილია. აპლიკაციის შევსება უფასოა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.