საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბრიტანული „Polonsky-ის“ პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა

ბრიტანული „Polonsky-ის“ პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა. პრიზი განკუთვნილია იმ მეცნიერებისათვის, რომლებიც ებრაისტიკის დარგს ავითარებენ. პრიზის მისაღებად აუცილებელია ორი აკადემიური დაწესებულების ან კვლევითი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კანდიდატურის საკონკურსო კომისიაზე წარდგენა. ლაშას კანდიდატურა, „Polonsky-ის“ პრიზზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამამ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლამ წარადგინეს.

 

ამჟამად, ლაშა მუშაობს იერუსალიმში, ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ქართულენოვან საგანმანათლებლო მასალებს ქმნის. ასევე, იგი არის თსუ-ს ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, სადაც იდიშურ ენას და კულტურას ასწავლის.

 

ლაშა არის თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული.

 

2023 წელს იდიშიდან ქართულ ენაზე თარგმნა იაკობ გორდინის პიესა, რომლითაც თბილისის აღდგენილი იდიშური თეატრი გაიხსნა. მშობლიური ქართული ენის გარდა, ლაშა, მუშაობს: ინგლისურ, რუსულ, იდიშურ, ლატვიურ და ივრითულ ენებზე.   

თარიღი: 27/03/2023