თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟირების კურსი - ,,პრაქტიკული ჟურნალისტიკა“ - გაიარეს თსუ-ს სტუდენტებმა: ანი მამისაშვილმა, ია ნადირაშვილმა, ნატა ჩობანიძემ, მარიამ ხაზალიამ, თორნიკე ელაშვილმა, ნინო ჯანჯალაშვილმა, ანი როსტიაშვილმა, მარიამ ბალხამიშვილმა და მარიამ გაფრინდაშვილმა.
ღონისძიებას თსუ-ს ვიცე-რექტორი კახაბერ ჭეიშვილი, კანცლერი ლაშა საღინაძე, სალომე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, ამევა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა შამილიშვილი, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.