საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოფენა-გაყიდვა "საგურამოს" ფესტივალის ფარგლებში

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ-ის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, “საგურამოს“ ფესტივალის ფარგლებში, წმინდა ილია მართლის სახელობის საგურამოს სახლ-მუზეუმის ბიბლიოთეკის მიერ გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ გამოცემებში, განსაკუთრებული აქცენტი კრიტიკულ-ესეისტურ, ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ნაშრომების შეკრებაზე გაკეთდა.

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საგურამო“ 2003 წლის 8 ნოემბერს „ილიას ფონდისა” და შპს „ლილოს “ თაოსნობით დაარსდა. პრემია შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: პოეზია, პროზა,თარგმანი, კრიტიკა, ხელოვნება, საბავშვო ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერებები; პრემიებთან ერთად ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ .

 

პრემია „საგურამო“, მხოლოდ ლიტერატურული ჯილდო  არ არის, ის ქართული მწერლობისა და კულტურის ფართო სპექტრს მოიცავს. იგი, ლაურიატს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ენიჭება. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისათვის, ჯილდო, შემოქმედს მთელი მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობისთვის ენიჭება.

 

კომპეტენტურ ჟიურის, რომელსაც პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შ.პ.ს „ლილო“ ნიშნავს. ტრადიციულად, გამარჯვებულთა დაჯილდოება 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე ხდება, ხოლო ლაურეატები 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, ვლინდებიან. 2022 წელს “პრემია საგურამოს ლაურეატების ბიბლიოთეკა“ შეიქმნა, რომელიც ლაურეატების ნაშრომებს გამოცემს.

 

დღეისთვის 180 მწერალია დაჯილდოებული, რომელთა ნაწარმოებების ერთდროულად დაბეჭდვა შეუძლებელია, ამიტომაც მათი პერიოდულად გამოიცემა იგეგმება.

 

 

თარიღი: 27/03/2024