ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ფოტორეპორტიორი, თსუ მემატიანე, თსუ ფოტო-ვიდეო არქივის შემქმნელი, კინო-ტელე ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე (საშა) უნაფქოშვილი.
უნივერსიტეტი თანაუგრძნობს ბატონი საშას ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს.