გარდაიცვალა თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ტარიელ ჭანტურია.
მისი პირველი ლექსები სტუდენტობის წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ლიტერატურულ ჟურნალში „პირველი სხივი“ გამოქვეყნდა, საიდანაც დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა. მოგვიანებით ტარიელ ჭანტურიამ არაერთი პოეტური კრებული გამოსცა და თავისი გამორჩეული პოეტური ხელწერით ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ავტორად იქცა.
„გადმოეშვა ცისარტყელა
და უეცრად ცა გაიპო!
სხვა სამშობლო დავინახე _
ზეციური. საკაიფო...
...სახე სახეს, ფიქრი ფიქრებს
და ღრუბელი ღრუბელს მიჰყვა...
რაც მე ამ ცის მეშინია!
მეშინია, მაგარამ... მიყვარს...“