გრძელდება განაცხადების მიღება საერთაშორისო ბრწყინვალების სტიპენდიის პროგრამაზე (IES).
განაცხადის შეტანა შეუძლიათ ყველა სასწავლო სფეროსა და აკადემიური სპეციალიზაციის სტუდენტებს. IES პროგრამა სრულ სტიპენდიებს სთავაზობს იმ სტუდენტებს, ვისაც სურთ გაცვლითი სემესტრის დასრულება გერმანიის წამყვან უნივერსიტეტში, რასაც მოჰყვება პროფესიული სტაჟირება ბერლინში. სტიპენდიის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა გაიღრმავონ აკადემიური ცოდნა, მიიღონ პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება, განავითარონ კულტურათშორისი კომპეტენციები და შექმნან საერთაშორისო ქსელი. განაცხადის შევსების პროცესი მარტივი და ხელმისაწვდომია. ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება დაახლოებით 20 წუთშია შესაძლებელი და განმცხადებლებს განაცხადის წარდგენისას ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ატვირთვა არ მოეთხოვებათ.
პროგრამის, მონაწილეობის კრიტერიუმებისა და განაცხადის წარდგენის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://copernicusberlin.org/en/ies.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან განცხადებები მიიღება 7 აგვისტომდე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის ფლაერი.