საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრძელდება რეგისტრაცია ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე) Erasmus+, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებულ მევლანას გაცვლით პროგრამასა და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ სავალდებულო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ა/წ 7 მარტის 13:00 საათამდე.

ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!*

ტესტირება გაიმართება 2019 წლის 13 მარტის 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

გთხოვთ, ტესტირებაზე აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.




თარიღი: 27/02/2019