საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების ფორუმი - 2022

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი - 2022 გაიმარათა.


ფორუმში მონაწილეობდნენ თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი. 


ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები, კერძო და საჯარო ორგანიზაციები და საერთაშორისო აკრედიტაციის (ABET, ACS)  მქონე პროგრამების წარმატებული სტუდენტები დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობისათვის.


მონაწილე ორგანიზაციები შეხვდნენ სტუდენტებს შემდეგი პროგრამებიდან: ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, სამოქალაქო ინჟინერია და ქიმია/ბიოქიმია.

თარიღი: 25/10/2022